„აბიტურიენტებს ვურჩევდი პროფესია აირჩიონ არა პოპულარობის, არამედ ინტერესებიდან გამომდინარე“ - მზია კაპანაძე, წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორი
12-07-2024

მზია კაპანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც პროფესიული მიზანია ბევრი წარმატებული და მადლიერი მოსწავლე. მიზნის მისაღწევად კი წლებია განათლების სფეროშია და დიდი შემართებით ემსახურება ყველაზე დიად საქმეს - განათლებული და ერუდირებული ახალგაზრდების აღზრდას. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მზია კაპანაძესთან: 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის წარმატებას, ახალი მიზნების დასახვას და განხორციელებას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- პროფესია აირჩიონ არა პოპულარობის, არამედ ინტერესებიდან გამომდინარე.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- უფროსების მხარდაჭერა, თანადგომა, წახალისება  და მაგალითის მიცემა.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მისთვის უანგარო შრომას, სწორი გზის ჩვენებას....

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.   

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ბევრ მადლიერ და წარმატებულ მოსწავლეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203