ჩაისუბნის N2 სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო პროექტის შემაჯამაბელ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
12-07-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, სწავლებისას კი სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. ამავე დროს მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში გასცემენ ცოდნას და საუკეთესო გამოცდილებას იზიარებენ. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს პროგრამას - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით. 

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ორი მასწავლებელი მომხსენებლად მონაწილეობდა შემაჯამებელ  კონფერენციაში, რომლებმაც პროექტის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვეს.

კონფერენციაზე ისტორიის მასწავლებელი ირმა რიონიძე ​და ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა ლემსაძე წარდგნენ. 

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გახლავთ ნათელა ტაკიძე, რომელიც პედაგოგთა აქტიური მხარდამჭერი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203