„სკოლის წარმატება ნიშნავს ვმართოთ სკოლა დემოკრატიული პრინციპებით“ - ლულა ხვიჩავა, ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი
12-07-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა სკოლას წარმატებით მართავს, მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს  ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ვმართოთ სკოლა დემოკრატიული პრინციპებით. შევუქმნათ მოსწავლეებს განათლებისთვის საუკეთესო პირობები. ვიზრუნოთ თითოეული მოსწავლის აკადემიურ წარმატებაზე, მათ ღირსეულ, კონკურენტუნარიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე და პედაგოგთა გადამზადებისთვის ძლიერი სისტემის შექმნაზე.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არასოდეს შეწყვიტო სწავლა, რადგან ცხოვრება არასდროს შეწყვეტს გაკვეთილებს.“

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- გამოიყენონ ცოდნის მისაღებად ყოველი დღე, პოზიტიურად განეწყონ გამოცდების მიმართ, იყვნენ თავდაჯერებულნი და ჰქონდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- განათლება, ინოვაციები, მჭიდრო ადამიანური ურთიერთობები და ღირებულებები.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- იყო მოსწავლისთვის საინტერესო, გულწრფელი. ასწავლო არა მხოლოდ საკუთარი საგნის სიყვარული, არამედ შეეცადო შენი საგნის დახმარებით აღძრა მოსწავლეებში ფიქრისა და აზროვნების უნარი, აქტიურად ჩართო სასკოლო ცხოვრებაში და გაუღვივო ინტერესი, რათა მოსწავლემ შეძლოს თავისი უნარების უკეთ გამომხატველი პროფესიის არჩევა.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

-„ანა ფრანკის დღიური“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ჯანმრთელობასა და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას./ბევრ წარმატებულ მოსწავლე-მასწავლებელს სკოლაში./

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203