2024 წლის გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი
21-07-2024

სანამ აბიტურიენტების პირველადი შედეგების, ე.წ. ნედლი ქულების გამოქვეყნება დაიწყება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდს:

სკალირების საფეხურები:

პირველი საფეხური - ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა და მათი გათანაბრება;

მეორე საფეხური – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების სტანდარტიზება და საერთო სკალაზე განთავსება.

პირველი ეტაპი – აბიტურიენტების მიერ საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების ერთმანეთთან შედარება, რომელიც მოიცავს სამ ეტაპს.

პირველი ეტაპი - პროცენტული რანგის დადგენა: ტესტის თითოეული ვარიანტისთვის და ამ ვარიანტში მიღებული თითოეული ქულისათვის მისი პროცენტული რანგის გამოთვლა;

მეორე ეტაპი - მოცემულ ვარიანტში მიღებული ქულის გაიგივება დანარჩენი ვარიანტების იმ ქულებთან, რომელთა პროცენტული რანგებიც ამ ქულის პროცენტული რანგის ტოლია;

მესამე ეტაპი - აბიტურიენტისთვის გათანაბრებული ქულის მინიჭება.

შენიშვნა: გაიგივების პროცედურა არ შეეხება ისეთი საგამოცდო სესიის შედეგებს, რომლის მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმავე საგნის დანარჩენ სესიებში მონაწილეთა რაოდენობაზე, ან რომლის ფორმირება არ ხდება მონაწილეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. მაგალითად, ფორს-მაჟორულ ვითარებაში, მცირე ზომის ჯგუფებისთვის დამატებითი სესიების დანიშვნის შემთხვევაში, ამ სესიებში მონაწილე აბიტურიენტის მიერ მიღებული ნედლი ქულა იქნება მისი საბოლოო ქულა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...