კახათის წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლამპარის“ მოსწავლეები დიდი შემართებით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიას და ფოლკლორულ ტრადიციებს, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და წარმატებაც სახეზეა.
ანსამბლი „ლამპარი“ დაჯილდოვდა საერთაშორისო ფესტივალში - „არტ ფოლკ ფესტში“ მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის.
ანსამბლი მიწვეულია სექტემბერში, ქალაქ ბაქოში საერთაშორისო ფესტივალზე.
ანსამბლის ხელმძღვანელი რუსუდან სურმავა გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: