დღეს 15 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ. მათმა ნაწილმა საგამოცდო ცენტრი უკვე დატოვა და მიუხედავად იმისა, ცოტას ნერვიულობენ, etaloni.ge-ს ის საკითხები უთხრეს, რომელსაც ტესტირება შეეხებოდა:
„ნაპოლეონზე იყო ანალიზი, წყარო სპარსეთზე, მგონი... არეული მაქვს ახლა ყველაფერი, ყველაფერი დავწერე და იმედია, სწორად მექნება. ადვილი იყო“...
„ანალოგია იყო, ნაპოლეონი რომ კონსულად აირჩიეს. დავწერე მიზეზები და ანალოგიაში მე-17 საუკუნის მოვლენებზე ვისაუბრე, სხვა ვერაფერი გავიხსენე. ძალიან რთულიც არ ყოფილა“...
„წყაროში თეიმურაზ I იყო, 35-ქულიანში, ძირითადად ძველი მსოფლიო და საქართველო იყო. საკმაოდ მარტივი იყო, ყველაფერი დავწერე და მაღალ ქულას ველოდები“.
„35 დან არც ერთი კითხვა არ იყო ვიზუალური მასალა, ხოლო ახალი ტიპის დავალება ნაპოლეონზე, წყარო თეიუმარაზზე იყო“.
„ილუსტრაციები საერთოდ არ იყო, 35 თეორიული კითხვა იყო, ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვდა. წყაროში აღწერილი იყო თეიმურაზის საქართველოდან გაქცევა. რუკა 1021 წელი იყო, მე-11 საუკუნე, მაგრამ ზუსტი კითხვები არ მახსენდება. ანალოგიაში იყო, ნაპოლეონი რომ დაინიშნა კონსულად. დახურული კითხვები ისეთი მარტივი იყო, ძაან კარგად რომ დავიწყე მუშაობა, განწყობაც შემექმნა და ისევე გავაგრძელე, მღელვარების გარეშე“.
„ახალი დავალება რომ დაემატა, ეგ იყო ნაპოლეონზე და სხვათა შორის, რთულიც არ ყოფილა. ბევრი რამ კონკრეტულად არ მახსოვს, რადგან ცოტა ვინერვიულე. ვფიქრობ, გასული წლების ტესტებთან შედარებით, მარტივი იყო. რუკა ცოტა რთული იყო, მაგრამ მაინც დავწერე და კონკრეტულად რომელ ეპოქაზე იყო, ვერ ვიხსენებ“.
„რთული არაფერი არ იყო. ყოველ შემთხვევაში, მე გამიადვილდა და დროც კარგად მეყო. გამოცდაზე სიმშვიდეა. საკითხები მგონი ყველაფერზე იყო, დაწყებული ნაპოლეონით და სპარსელებით“.
„დრო იყო საკმარისზე მეტი. ტესტები ბოლოს გავაკეთე და ორჯერ გადავავლე თვალი, მერე გამოვედი. საკითხებს რაც შეეხება, საქართველოს ისტორიიდან თეიმურაზე 1-ზე იყო. გარდა ამისა, იყო ნაპოლეონზე, კონსულად რომ აირჩიეს ის პერიოდი. დახურულ კითხვებში რა იყო, ახლა კონკრეტულად ვერ ვიხსენებ“.