„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - ვახტანგისის N2 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი 
15-07-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქტიური მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში. 

მათ შორის, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის VII და VIII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

მათ მოიძიეს ინფორმაცია ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ, დაამზადეს საინფორმაციო კედლის გაზეთები, მოამზადეს სლაიდები და გააცნეს თანატოლებს.

მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203