საბავშვო ბაღებში საკვებისა და სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება - დოკუმენტი
22-07-2024

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსაზღვრულია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლებას, აღმზრდელ–პედაგოგთა გადამზადებას, სააღმზრდელო–საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებას, კვების ორგანიზებასა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესაბამისობაში მოყვანას განსაზღვრულ სტანდარტებთან.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ  მეთოდური მიმართულების გაუმჯობესების მიზნით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის მოხდება სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურისა და სათამაშოების შესყიდვა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შევსება–განახლების მიზნით ავეჯის, საოჯახო ტექნიკის, სამზარეულოს ჭურჭლის, სხვადასხვა ქსოვილის ნივთებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვა, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების კონტროლის მიზნით საკვები პროდუქტისა და სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევები.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 64 ბაღი, სადაც ირიცხება 6000- მდე სკოლამდელი ბავშვი. მათ შორის გოგო 59% და ბიჭი 41%, რომელთაც ემსახურება 401 აღმზრდელი პედაგოგი. ბაღების გაერთიანებას ემსახურება 4 ფსიქოლოგი, რომლებიც საჭიროების მიხედვით ემსახურებიან აღსაზრდელებს,   ბაღებში ირიცხება 9 შშმ აღსაზრდელი,  უშუალოდ თითოეულ ბავშვზე მიმაგრებულია  ინდივიდუალური.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203