ხუნწის საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ისტორიის პედაგოგი ზოია გადელია  წარადგინა
16-07-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომა და ამაგი დაფასებულია. 

ასეთი ამაგდარი პედაგოგია სკოლის ისტორიის მასწავლებელი ზოია გადელია, რომელიც სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა. 

ახლახან, მარტვილის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის პროფესიისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მგზავრების - „საქართველოს” ფონზე შთამბეჭდავი პერფორმანსი შეასრულეს და საყვარელ მასწავლებელს წარმატება უსურვეს. 

მოსწავლე-მასწავლებლები პედაგოგს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და იმედი აქვთ, რომ აღინიშნება ზოია გადელიას წვლილი განათლებული და ერუდირებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. 

„წარმატებული და სრულფასოვანი ცხოვრების ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი მადლიერებაა…”, მადლობა მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას მასწავლებლების ერთი დღის გალამაზებისათვის, თქვენ ყოველთვის მასწავლებლების გვერდით ხართ. ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილ ჩვენს ზოია გადელიას ვგულშემატკივრობთ და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და კოლეგას წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 5 ივლისს დასრულდა. 

მასწავლებლის ეროვნულ დღეს - 27 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203