უფასოდ იმგზავრებენ ბაღის თანამშრომლები, მასწავლებლები, მანდატურები... - მუნიციპალური ბიუჯეტი
20-07-2024

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია იმ პირთა კატეგორიები, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს.

დოკუმენტში საუბარია სკოლის მოსწავლეებზე, ასევე პედაგოგებსა და ბაღების თანამშრომლებზე

„განსაზღვრული სოციალური კატეგორიების პირთა (ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, შშმ სტატუსის ბავშვები, მოსწავლეები, მასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები და სკოლების მანდატურები, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, პროფესიული კოლეჯის "Black sea" თანამშრომლები, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, მარტოხელა მშობლები და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა აჭარის რეგიონალური ცენტრის ბენეფიციარები) მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 100%-ით სუბსიდირება“, - ნათქვამია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...