ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები საღამო
17-07-2024

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, მათი როგორც ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამ მხრივ გამორჩეული და ნაყოფიერი იყო 2023-2024 სასწავლო წელი. 

მათ შორის აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო. მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს დაწყებითი საფეხურის ოთხი კლასი.

მე-4 კლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ შორის საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ღონისძიებას გასდევდა ემოციური ელფერი. ამ დღეს მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელს - ნანა გველსიანს დაემშვიდობნენ. მოსწავლეებმა პედაგოგს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. დამრიგებელმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა,

„ვულოცავთ, ჩვენს ლამაზ გოგო-ბიჭებს მეხუთე კლასში გადაბრძანებას და შემდგომ წარმატებულ და საინტერესო წლებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203