ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს
17-07-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - გულო ვიბლიანი უძღვება, რომლის ხელმძღვანელობითაც სასკოლო საზოგადოებას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. 

ახლა, მთელ საქართველოში საგამოცდო ციებ-ცხელებაა. ფარის საჯარო სკოლას კი ერთადერთი აბიტურიენტი ზურაბ რეზესიძე ჰყავს, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატია. მას დირექტორი უდიდეს წარმატებას უსურვებს. გულო ვიბლიანმა etaloni.ge-სთან სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა. 

„წელს მხოლოდ ერთი აბიტურიენტი - ზურაბ რეზესიძე გვყავს, რომელიც ძალიან კარგი მოსწავლე იყო და ოქროს მედლის კანდიდატი გახლავთ. მან ჩვენს სკოლას ძალიან ბევრი წარმატება და სახელი მოუტანა. ზურაბმა ეროვნული გამოცდები ისტორიის ტესტის დაწერით დაასრულა. მას უდიდეს წარმატებას, წინსვლასა და დასახული მიზნების ასრულებას ვუსურვებ. ზოგადად, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ, რომ სწორი არჩევანი გაეკეთებინოთ და მერე არ ინანონ“ ,- აღნიშნა დირექტორმა. 

გარდა ამისა, გულო ვიბლიანმა მაღალმთიან დასახლებაში არსებული სკოლის გამოწვევებზეც ისაუბრა. 

„ჩვენი სოფელი მაღალმთიანია, სულ 36 მოსწავლე გვყავს. ბავშვების სიმცირეა, ამ ეტაპზე პირველი კლასი საერთოდ არ გვყავს. რაც შეეხებათ პედაგოგებს, დეფიციტი ამ მხრივაც არის “,- აღნიშნავს გულო ვიბლიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203