„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს დიდ ნდობას“ - ეკა ჩუბინიძე, თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი 
17-07-2024

თბილისის N74 საჯარო სკოლას დირექტორი ეკა ჩუბინიძე წარმატებით უძღვება. როგორც თავად აღნიშნავს, სკოლის წარმატება მოტივირებული მოსწავლე-მასწავლებლებითა და მშობელთა მხარდაჭერით მიიღწევა. მიზანსწრაფული პიროვნება საყვარელ საქმეს ღირსეულად ემსახურება და განათლებული, ერუდირებული და რეალიზებული ახალგაზრდების აღსაზრდელად ძალ-ღონეს არ იშურებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩუბინიძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს... 

- წარმატებულ კურსდამთავრებულებს, წარმატებულ პროექტებს, მოტივირებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მშობელთა მხარდაჭერას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- თუ არ გამოგდის, ნუ შეცვლი მიზანს, შეცვალე მიზნის მისაღწევი გზები.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი... 

- მართეთ დრო.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- იყოს რეალიზებული.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- დიდ ნდობას.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ნოდარ დუმბაძის ყველაფერი.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- უფრო მეტი შესაძლებლობებითა და რესურსებით ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203