2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე, 2 700-მა ბავშვმა გაიარა - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,
„დაიწყო რეგისტრაცია 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის ბაღებში და ამ დროისთვის, პირველ ეტაპზე, რეგისტრაცია გაიარა 2 700-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, 4 000 ბავშვმა“, - აღნიშნა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაღებში რეგისტრაციის მესამე - საყოველთაო ეტაპი 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.
დედაქალაქის მერმა იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომლიც ახალი სააღმზრდელო წლისთვის იგეგმება.
„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით - გაიხსნება სამი ახალი საბავშვო ბაღი, ასევე, გაიხსნება ორი რეაბილიტირებული შენობა და ალტერნატიული ფართებიდან და ახლომდებარე საბავშვო ბაღებიდან დაუბრუნდებიან განახლებულ გარემოში“, - აღნიშნა კახა კალაZემ.