ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
18-07-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურობით გამოირჩევიან, ხალისითა და ენთუზიაზმით არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

2024 წლის 20-21 ივნისს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია სკოლებში“.

ყარაჯალას საჯარო სკოლა ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა. კონფერენციაში ბიოლოგიის კლუბის წევრები და მათ ბიოლოგიის მასწავლებელი თეა მუსელიანი მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებისთვის კონფერენცია მეტად შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლეები ღონისძიებიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

სკოლაში მადლობას უხდიან კლუბის წევრებსა და მათ ხელმძღვანელს აქტიურობისთვის.

„ჩვენი სკოლისა მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება! მადლობა ბიოლოგიის კლუბის წევრებსა და ბიოლოგიის მასწავლებელს თეა მუსელიანს ამ შესაძლებლობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203