როდის გამოქვეყნდება ეროვნულების ქულები და სად უნდა ნახონ აბიტურიენტებმა თავიანთი შედეგები
18-07-2024

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს დასრულდება. აბიტურიენტები კი უკვე მოუთმენლად ელიან გამოცდის შედეგებს - როდის გახდება ცნობილი პირველადი ქულები და სად უნდა ნახონ ინფორმაცია.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყება, რაც შეეხება შედგების ნახვას -  ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ შეფასებისა და ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები.

აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ასევე ექნება შესაძლებლობა, შედეგებთან ერთად ნახოს პასუხების ფურცლები და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203