თბილისის N153 საჯარო სკოლაში „მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე“ ტრადიციულად ჩატარდა
07-06-2018
თბილისის N153 საჯარო სკოლაში უკვე მეშვიდედ  „მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე“  ჩატარდა.

სკოლისთვის ამ ტრადიციულ დღეს, პედაგოგებს, ადმინისტრაციას, ტექ-პერსონალსა და სხვა დასაქმებულ პირებს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და მონაწილეობის სურვილის მქონე სხვა მოსწავლეები ცვლიან.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი განვითარდეს. ასევე, პედაგოგის პროფესიას უკეთ გაეცნონ. 

მოსწავლეები აქტივობის მიმართ დიდ ინტერესსა და ენთუზიაზმს ავლენენ. ისინი თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს უკეთ აანალიზებენ და ცდილობენ სასკოლო ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთონ.

ახლაც, მონაწილეებმა მრავალი საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნეს და დღის ბოლოს მათი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203