ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად, მიმდინარეობდა, პედაგოგების დიდი ძალისხმევითა და მოსწავლეების მონდომებით, სკოლაში არაერთი საინტერესო შეხვედრა, ღონისძიება თუ პროექტი ჩატარდა, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი და აქტიურობა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლების ღვაწლისა და შრომის დაფასებას, სწორედ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მისი როლის მნიშვნელობის გამოკვეთისთვის, სასკოლო საზოგადოებამ საინტერესო ინიციატივები წამოაყენა.
იდეის ფარგლებში განხორციელდა პროექტები: „მე -მასწავლებელი“, ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“.
მოსწავლეები ინიციატივას დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ, ისაუბრეს მასწავლებლის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს საყვარელ პედაგოგებს ცოდნის სამყაროში მეგზურობისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: