ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევა იწყება - ვადები და სხვა დეტალები
22-07-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ კვების დარგში ექსპერტთა შერჩევის მიზნით.

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კვების დარგში ექსპერტის შესარჩევი კონკურსის ეტაპებად განისაზღვროს:

ა) განაცხადის წარდგენა - 19 ივლისიდან 01 სექტემბრის ჩათვლით;

ბ) განაცხადების გადარჩევა - 20 სექტემბრის ჩათვლით;

გ) გასაუბრება - 18 ოქტომბრის ჩათვლით;

დ) შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის - 31 ოქტომბრის ჩათვლით;

ე) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შერჩეულ კანდიდატთა შესაბამისი კვოტით შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში - 15 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია:
ა) კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი - ავტობიოგრაფია (CV), წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.hr.gov.ge - მეშვეობით;
ბ) შესაბამის ველში ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები.
გ) სამუშაო გამოცდილება და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი ავტობიოგრაფიით (CV).

სამართლებრივი აქტების ცოდნა და უნარების/პიროვნული თვისებების ქონა შემოწმდება კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.

კონკურსის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით კანდიდატს შეუძლია მიმართოს სააპელაციო კომისიას წერილობითი ფორმით, შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირევბს დეტალები შეუზლიათ იხილონ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203