„უნიჭიერესი ისტორიკოსი, საუკეთესო პედაგოგი და კოლეგა“- ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ სკოლის თანადამფუძნებელსა და პედაგოგს - ლერი ბიწაძეს ემშვიდობება
22-07-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი, ისტორიკოსი ლერი ბიწაძე.

სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც უნიჭიერეს ისტორიკოსს, საუკეთესო პედაგოგს, კოლეგასა და ადამიანს, რომელმაც არაერთი განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდა ქვეყანას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

„ბატონი ლერის პედაგოგიური საქმიანობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, დაფუძნებიდან დღემდე დიდი წვლილი შეჰქონდა სკოლის განვითარებაში. იყო უაღრესად განათლებული პიროვნება, უნიჭიერესი ისტორიკოსი,  საუკეთესო პედაგოგი,  კოლეგა და ძალიან კარგი ადამიანი. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის საყვარელ ოჯახს, მეუღლესა და შვილებს ამ უეცარ ტრაგედიას, ვუსამძიმრებთ ქალაქს, სადაც მუდამ ემახსოვრებათ, როგორც უაღრესად კარგი პედაგოგი და ერუდირებული პიროვნება. უფალმა გაანათლოს ბატონი ლერის სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღრმად პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.

ამაგდარი პედაგოგის ხსნივნის პატივსაცემად ადგილობრივი ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი იხილეთ ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203