ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლები კვლავ წლის ლიდერებად დასახელდნენ.
Swiss rating association-მა სკოლებს წლის ლიდერი კომპანიის ჯილდო - LEADER OF THE YEAR გადასცა.
სასტუმრო „პარაგრაფში“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოება გაიმართა. პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო LEADER OF THE YEAR მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე განათლების სფეროში მოღვაწე ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორებს, მამუკა მესხიშვილს და ირმა მესხიშვილს გადაეცა.
სკოლაში მორიგი აღიარება ახარებთ.
„ჯილდო არის აღიარება იმისა, რომ დაფასდა GAHS & GAS-ის გუნდის თავდადება და შრომა როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, წარმატებას ვუსურვებთ GAHS & GAS-ს სკოლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მუდამ მზად არიან.
იხილეთ ფოტოები: