ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლამ წელს კიდევ ერთი თაობა გააცილა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და ცხოვრების ახალ ასპარეზზე წარმატება უსურვეს.
სკოლაში არაერთი წარმატებული თაობა აღზრდილა, რომელთან გამომშვიდობებაც პედაგოგებისთვის დიდ სიხარულთან ერთად, სევდისმომგვრელია. სკოლასთან გამომშვიდობება ემოციური იყო კურსდამთავრებულებსთვისაც. ღონისძიებაზე მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს ბევრი სითბო და სიხარული აჩუქეს.
საზეიმო გაცილებას მოჰყვა, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით გამართული გრანდიოზული წვეულება, რომლის ამსახველი ვიდეორგოლი შთამბეჭდავი სანახავია:
იხილეთ ვიდეორგოლი: