ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში მშვიდობის კორპუსის მოხალისე პედაგოგიურ საქმიანობას განახორციელებს.
2 ივლისიდან სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“ გაიმართა შეხვედრები საქართველოში მშვიდობის კორპუსის (Peace Corps) მოხალისეებსა და საჯარო სკოლის წარმომადგენელთა შორის.
საქართველოში სულ შერჩეულია 19 საჯარო სკოლა, სადაც მოხალისემ უნდა განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა.
ქვემო ქართლში, ამ ეტაპზე, შეირჩა ნახიდურის საჯარო სკოლა, რომელიც მოხალისეს უმასპინძლებს .
სკოლაში მას დიდი პატივისცემით ელიან და წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას უსურვებენ.
„დიდი სიყვარულით და პატივისცემით, მოუთმენლად ველით ჩვენს სტუმარს“,- აღნიშნავენ სკოლაში.