ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა, როგორც ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც ბავშვების მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნა შეაჯამეს და პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, დამრიგებლის გული სიამაყით აავსეს, დამსწრე საზოგადოება კი შემოქმედებითობით მოხიბლეს.
დამრიგებელი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ვიდომასალა: