ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალისტია
22-07-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „დედამიწის დღე არის ყოველდღე“, რომლის წევრებიც მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ არიან ჩართულნი. 

კლუბის წარმატებული საქმიანობა დაფასდა და კლუბი კონკურსის ფინალისტია.  

ეკოკლუბის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული აქტივობების შეჯამება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. 

„გარემოსდაცვითი პროექტის დღევანდელი ნახევარფინალი ჩვენთვის გახდა ფინალი, როცა გამოაცხადეს რომ ეშტიის N2 საჯარო სკოლა გადავიდა ფინალში, ეს იყო დაუვიწყარი მომენტი, მადლობა ბავშვებს რომ არაჩვეულებრივად წარადგინეს პრეზენტაცია ჟიურის და ერთიანი ძალით გადავედით ფინალში“,- აღნიშნავენ სკოლაში და წარმატების სიხარულს გვიზიარებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203