ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება და საჩუქრები ბავშვებს
23-07-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას და შესაძლებლობების წარმოჩენას, ისე მათი მოტივაციის ამაღლებას ემსახურებოდა. მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნავდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და დღესასწაულს. 

მათ შორის აღსანიშნავია, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ბუნების გამოღვიძება, დედამიწის გამოცოცხლება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

მოსწავლეებს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ  მაია მურჯიკნელმა და ბავშვები დაასაჩუქრა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა სპმთპ-ს დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გულითადი მადლობა გადაუხადეს. 

„სკოლის დირექცია და თანამშრომლები დიდ მადლობას მოგახსენებთ სპმთპ-ის დმანისის მუნიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს - მაია მურჯიკნელს ნოვრუზ ბაირამის მოლოცვისათვის და საჩუქრებისთვის. გმადლობთ, რომ ყოველთვის გახსოვართ და გვაფასებთ“,- მიმართეს მაია მურჯიკნელს და მოსწავლეთა გახარებისთვის მადლიერება გამოხატეს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203