განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა - ვის ეხება დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმება
23-07-2024

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ უცხოეთი მიღებული განათლების აღიარებისთვის, ცენტრში პირმა უნდა წარადგინოს დოკუმენტის ასლი და სანოტარო წესით დამტკიცებული ქართული თარგმანი:

„უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი და ქართულ ენაზე განხორციელებული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმაზე. ხოლო, უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203