მარნეულის N5 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს 
23-07-2024

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს მოუთმენლად ელიან, მათთვის სასურველი და მამოტივირებელი გარემოს შექმნაზე კი უკვე ზრუნავენ. 

სასწავლო წლის მიწურულს, 7 ივნისს სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს. მათ დიდი ინტერესით დაათვალიერეს საკლასო ოთახები, გაიცნეს მომავალი დამრიგებლები, მასწავლებლები და დირექტორი.

ვიზიტი წინასწარ დაიგეგმა. სკოლაში ბავშვებს მომზადებულნი დახვდნენ. ბავშვები სკოლაში ბაღის მასწავლებლებმა მიიყვანეს. ვიზიტის მიზანი იყო პატარების სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა. 

„ეს იყო უსაყვარლესი და ძალიან ემოციური დღე“,- ასე აფასებენ ვიზიტს სკოლაში და პირველკლასელებს სექტემბერში დიდი სიხარულით ელიან. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203