მარნეულის N5 სკოლის მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილება და სასკოლო ცხოვრების ლამაზი დაგვირგვინება 
23-07-2024

მარნეულის N5 საჯარო სკოლას არაერთი განათლებული თაობა აღუზრდია. წელს, ცოდნის ტაძრიდან  75 კურსდამთავრებული დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული დაუვიწყარი წლები შეაჯამეს, ყველაზე დასამახსოვრებელი სასკოლო დღეები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს, წარმატებული მომავალი უსურვეს. 

„მინდა გულით და სულით მივულოცო ჩვენი სკოლის გონიერ, ჭკვიან  და საამაყო კურსდამთავრებულებს ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულება და ვუსურვო ბედნიერი მომავალი. წელს ჩვენს სკოლას 75 კურსდამთავრებული ჰყავს. გილოცავთ, ბავშვებო! თქვენი სკოლა ამაყობს თქვენით. გვიყვარხართ“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის N5 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს აქტიურად გულშემატკივრობენ და სასურველი პროფესიების დაუფლებას და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203