მარნეულის N4 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები ზრუნავდნენ, როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი უნარების განვითარებასა და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე, ამ მიზნით გაიმართა არაერთი ღონისძიება.
მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიებები. მე-4 კლასელები პედაგოგ ლალი გიგაურს დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ. მე-4ა კლასის მოსწავლეებმა კი ნაყოფიერი ოთხი წელიწადი პედაგოგ აისელ იუსუბოვნასთან ერთად შეაჯამეს.
ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა, მოწაფეებმა ცოდნა წარმოაჩინეს და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი მისცეს. ღონისძიებებს გასდევდა ემოციური ელფერი, რაც პირველ მასწავლებლებთან გამომშვიდობებას მოჰყვა. მოსწავლეებმა მათ შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგებმა კი მოწაფეებს გზა დაულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ საზეიმო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა: