მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ.
სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის.
ოთხდღიანი ბანაკის ფარგლებში, რომელსაც ლოპოტას სასტუმრო კომპლექსმა უმასპინძლა, მონაწილეებმა მოისმინეს თემატური ლექციები ევროკავშირის შესახებ, ჩამოაყალიბეს ინიციატივები, რომლებსაც განახორციელებენ საკუთარ თემებში (გაზრდიან ევროკავშირის ცნობადობას), შეასრულეს სახალისო დავალებები და ჩაერთვნენ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობაში.
ბანაკის ფარგლებში დაფინანსდა 4 იდეა 5000-5000 ლარით. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გუნდში წარმოდგენილია მარნეულის N2 საჯარო სკოლის მინიმუმ ერთი მოსწავლე. ბანაკში ერთ-ერთ ლიდერად მიწვეული იყო მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი თემო სუყაშვილი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).
იხილეთ ფოტოები: