მარნეულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლა-განათლებას არც ზაფხულის არდადეგებზე წყვეტენ და დროს მეტად ნაყოფიერად და შემეცნებითად ატარებენ.
მოსწავლეთა ჟრიამული არ წყდება, რადგან სკოლაში ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა, სადაც მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფები (ენის ცოდნის დონის მიხედვით) გაძლიერებულად სწავლობენ ქართულ ენას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს, სხვადასხვა სავარჯიშოებს, რაც გააუმჯობესებს მათ კომპეტენციას ქართულ ენაში.
მეცადინეობებს პედაგოგი ჯულიეტა ქვარაია უძღვება და მოსწავლეებს საჭირო ცოდნას აძლევს.
„წარმატებები სკოლას და ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მონდომება ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: