ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლას დირექტორი პეტროს აკოპიანი წარმატებით უძღვება. აღნიშნავს, რომ ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია მიიღონ სრულყოფილი განათლება, განვითარება მისცენ საკუთარ შესაძლებლობებსა და თავი დაიმკვიდრონ თანამედროვე ეპოქაში, შესაბამისად მოსწავლეებს ხარისხიან ცოდნას და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს და ყველაფერს აკეთებს, რომ სკოლის წარმატებით იამაყოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- თავისუფალ და ხალისიან გარემოს, მოტივირებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს, მოსწავლეთა უნარების თავისუფლად რეალიზებას და ბევრ საინტერესო სიახლეს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- მთავარი სამიზნე, რაზეც უნდა ვიზრუნო, არის ჯერ მოსწავლე, მერე მასწავლებელი და შემდეგ მე.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- აირჩიონ პრაქტიკული და მოთხოვნადი პროფესია, დაიხარჯონ ბოლომდე, რათა შეიქმნან კარგი მომავალი.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მიიღონ სრულყოფილი განათლება, განვითარება მისცენ საკუთარ შესაძლებლობებსა და თავი დაიმკვიდრონ თანამედროვე ეპოქაში.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მეგობრობას მათთან, ღიაობას და მათზე ზრუნვას ნებისმიერ გარემოსა და ნებისმიერ სიტუაციაში.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში, უნდა იყოს მათ ინტერესზე მორგებული და მრავალფეროვანი.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მეტი ენერგიით გავუძღვე ჩემს საქმიანობას და მოვალეობას, მეტი სიახლე შევთავაზო სასკოლო გარემოს, ვიამაყო ჩვენი სკოლის მეტი წარმატებით.