ჩხარის N2 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგი იუზა ფოცხვერაშვილი გააცილეს
07-06-2018
ჩხარის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლით ერი“ ჩატარდა.

ღონისძიება ღვაწლმოსილი პედაგოგის, იუზა ფოცხვერაშვილის გაცილებას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და იუმორისტული ნომრები.

მე-7 კლასის მოსწავლემ, ვერა აბულაძემ, პედაგოგისადმი პატივისცემა და სიყვარული საკუთარი ლექსით გამოხატა. 

ღონისძიების დასასრულს პედაგოგმაც მიმართა მოსწავლეებს და უსურვა მშვიდობიან, ბედნიერ საქართველოში წარმატებული ცხოვრება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203