2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ - აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტოში ინფორმაციას ადასტურებენ.
„ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მასწავლებლებს, ნებისმიერ საგანში კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა დღესაც მშობლიურ ენაზე აქვს. გამონაკლისი იყო მხოლოდ კომბინირებული და ასევე, სპეციალური მასწავლებლის გამოცდები. ჩვენი გეგმაა, 2025 წელს, ეთნიკური უმცირესობის მასწავლებლებმა კომბინირებული და სპეცმასწავლებლის გამოცდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ“, - აცხადებენ უწყებაში.