„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოახმარონ“ - ანაიტ პარონიან​ი, მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი
24-07-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში დირექტორი ანაიტ პარონიან​ი პოზიტიურ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს. მისი თქმით, სკოლის წარმატება ნიშნავს მოსწავლეთა მაღალ მიღწევებს, კოლეგიალობას და ურთიერთანამშროლობას, მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. სამივე რგოლთან წარმატებული თანამშრომლობით კი მოწოდებულია ქვეყანას განათლებული თაობა აღუზარდოს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან​ი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- პოზიტიურ სასწავლო გარემოს, მოსწავლეთა მაღალ მიღწევებს, კოლეგიალობას და ურთიერთანამშროლობას, მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არ გაუკეთო სხვა ის, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სჯეროდეთ საკუთარი თავის, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება, მზად იყვნენ სიახლეებისა და გამოწვევებისათვის.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გიყვარდეს ყველანაირი: ცელქი, ჯიუტი, ბეჯითი, ზარმაცი, მოწყენილი, გახარებული, მოტივირებული. მიიღო ისეთი როგორიც არის. 

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ასაკს და ინტერესს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა წაიკითხონ: რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუ „ბიძია თომას ქოხი“, ანა ფრანკის დღიურები, ნ. დუმბაძის „ძაღლი“, „მზიანი ღამე“, გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“, ჭაბუა ამირეჯიბის  „დათა თუთაშხია“...

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- შევძლო, ბევრი რამ გავაკეთო ჩემი სოფლისა და სკოლისთვის სასიკეთო, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203