უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზაფხულო ბანაკში დაუვიწყარი დღეები გაატარეს
24-07-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ. 

მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი და საინტერესო დღეები გაატარეს „ჯარის ბანაკში“.

სამხედროებთან ერთად თავსგადამხდარი აქტიური, საინტერესო, შემეცნებითი, მხიარული თავგადასავალი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია, გაიარეს თვითგადარჩენის კურსი და ისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ასევე მონაწილეობდნენ საინჟინრო და სამთო მომზადებაში.

ჯარის საზაფხულო ბანაკს თავდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტი "ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციირებული პროექტია.

„ჯარის ბანაკები“ სამ ლოკაციაზე კოჯორში, საჩხერესა და ახალქალაქში მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდება. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203