ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგმა - მაკა მერაბიშვილმა კოლეგებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წარუდგინა
24-07-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, იძიებენ ახალ ცოდნას, იკვლევენ და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. 

ბენარის საჯარო სკოლის V კლასში 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.

საკვლევი თემა იყო - მათემატიკის სწავლის მოტივაცია და მასზე მოქმედი ფაქტორები, კვლევის ხელმძღვანელი გახლავთ მათემატიკის პედაგოგი მაკა მერაბიშვილი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ​კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურების ხელშეწყობა, რადგან სკოლის პერიოდში ბავშვებში სწავლის მაღალი მოტივაცია წარმატების ძირითადი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ მოსწავლე რამდენადაა ჩართული სასწავლო პროცესში და რა შედეგებს აღწევს.

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია.

კვლევის დასრულების შემდგომ პედაგოგმა, მაკა მერაბიშვილმა პრეზენტაციის სახით წარუდგინა კოლეგებს კვლევის მიზნები, გამოკვეთილი პრობლემები და ამ პრობლემების დაძლევის მიზნით განხორციელებული ინტერვენციები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203