ვინ არიან „ფრეშმენები“ და „პინგვინები“ - რა უნდა იცოდნენ მომავალმა პირველკურსელებმა 
25-08-2024

აბიტურიენტებისთვის ეროვნულების ციებცხელება ნელდება, წარმატებული აპლიკანტები კი სექტემბრიდან სტუდენტურ ცხოვრებას დაიწყებენ, იქნებიან პირველკურსელები და ახალ ზედმეტსახელებთან შეგუებაც მოუწევთ. 

პირველკურსელებისთვის დაბნეულობა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, სწორედ ამის გამო ხშირად ეხუმრებიან მათ უფროსკურსელები და სხვადსხვა ზედმეტასახელსაც არქმევენ. ვინც ჯერ კიდევ არ იცის ვინ არიან „პინგვინები“, გეტყვით, რომ სტუდენტები ასე პირველკურსელებს ეძახიან, ახალბედა სტუდენტებს, რომლებიც ნელ-ნელა უწყობენ ფეხს სტუდენტურ ცხოვრებას, ეძებენ აუდიტორიებს, არკვევენ რა არის GPA, როგორ უნდა გამოიყენონ E-learning-ი და ა.შ. 

„პინგვინები“ ჩვენს ქვეყანაში პირველკურსელების ყველაზე გავრცელებული ზედმეტსახელია, თუმცა ზოგიერთი უნივერისტეტის სტუდენტებისთვის ეს ე.წ ნიქნეიმი ძალიან გაცვეთილი და ბანალურია, ამიტომაც მათ „ფრეშმენები“ შეარქვეს. 

რატომ ეძახიან ამ ზედმეტსახელს პირველკურსელებს და შეესაბამება თუ არა ეს რეალობას? - Etaloni.ge-სთან სტუდენტები საუბრობენ:

„მე თსუ-ის სტუდენტი ვარ. ვერ ვიტყოდი, რომ „პინგვინის“ დაძახება შემეფერებოდა, რადგან რიგ საკითხებში გარკვეული ვიყავი, თუმცა იყო ისეთი დეტალებიც, რაც კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლამდე ვერ გეცოდინება. „პინგვინობა“ სახალისოა, დაბნეული პირველკურსელის დერეფანში ყურებისას, ყოველთვის გახსენდება, რომ ის „პინგვინია“ და შეძლებისდაგვარად, ყველა ეხმარება. მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“. 

„დაბნეულები არიან 1-ელკურსელები პინგვინებივით. სწავლის დაწყების დროს, პირველი ერთი კვირა ნამდვილად ვგრძნობდი თავს პინგვინად, შემდეგ როცა ყველაფერს ავუღე ალღო აღარ ვიყავი „პინგვინი“. აქვე პირველკურსელებს წარმატებებს ვუსურვებ“. 

„მეც ვიყავი „პინგვინი“, განსაკუთრებით ეს მაშინ მეტყობოდა ლექციის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე დერეფნებში, რომ დავრბოდი და აუდიტორიის ნომერს ვეძებდი. ასევე არ ვიცოდი უნივერსიტეტში სწავლების სპეციფიკა, ნიშნების დაწერის წესი, არ ვიცოდი რა იყო GPA, არ ვიცოდი, რომ სასწავლ მასალას ცალკე პლატფორმა ჰქონდა და კიდევ ბევრი რამ იყო ჩემთვის სიახლე. პინგვინობა ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან გარკვეული პირველკურსელიც კი, რაღაც დოზით მაინც არის „პინგვინი“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203