ოქროსმედალოსანი მოსწავლეები 500, ვერცხლისმედალოსნები 300 ლარს მიიღებენ - დადგენილება
26-07-2024

რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია ადგილობრივი სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისებას 500, ხოლო ვერცხლისმედალოსნების შემთხვევაში - 300 ლარით; ამისთვის მოსწავლის საშუალო საფეხურის ქულა უნდა იყოს 10 დამრგვალების გარეშე და 9.8-დან 10 ქულამდე.

„პროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. ასევე მოსწავლეები, რომლებიც ქალაქ თბილისში გადიან სპეციალურ და კორექციულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

გამონაკლის შემთხვევაში, თუ ოქროს მედალოსანი და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, პროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203