ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილებდნენ.
პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სკოლის მატიანეს არაერთი დაუვიწყარი მოგონება შეემატა, მათ შორის იყო 1 ივნისის დღე-სასწაული - სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს, ლექსები წაიკითხეს და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი და რაც ყველაზე მთავარია - პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ ყველაფერს აკეთებენ, რათა მომავალმა თაობებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
„მშვიდობა და სიყვარული ჩვენს შვილებს...“, - სკოლაში მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პედაგოგებმა ამ სიტყვებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: