სასკოლო ნივთებს ეს მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი
28-08-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული მოსწავლეებისთვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლებისთვის და სადღესასწაულო დღეებში ნობათების (ტკბილეული, სურსათი, სასკოლო ნივთები და სხვა) გადაცემას.

პროგრამა ვრცელდება ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (მე-6 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებზე; ასევე სოციალურად დაუცველ (120 000 ქულის ჩათვლით) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც ჰყავთ სკოლის მოსწავლე (6-12 წლის ჩათვლით) შვილები; დედ-მამით ობოლი ბავშვებზე (6-12 წლის ჩათვლით).

დოკუმენტის თანახმად, ზემოჩამოთვლილი კატეგორიები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სასკოლო ნივთებს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მიიღებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203