დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხოზრევანიძე მოწოდებულია ქვეყანას წარმატებული მომავალი თაობა აღუზარდოს. „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ - არის დარიგება, რომლითაც ხელმძღვანელობს, შესაბამისად სიახლეებსა და გამოწვევებს არ უშინდება და თვითგანვითარებაზე ზრუნავს. იმისთვის, კი რომ ახალგაზრდებს მისცეს ხარისხიანი განათლება და ჩამოუყალიბოს სწორი ხედვა, ძალ-ღონეს არ იშურებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვატიის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხოზრევანიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- უსაფრთხო სასწავლო გარემოს, წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას, ახალი გამოწვევებისათვის მუდმივ მზაობას, მომავალი თაობებისათვის სწორი ხედვის ჩამოყალიბებას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- სჯეროდეთ საკუთრი თავის, აირჩიონ მოთხოვნადი პროფესია, მიზანმიმმართულად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა, უნარების მიხედვით იპოვონ ადგილი ცხოვრებაში, რომელიც დიდ საქმეს მოუტანს არამარტო მათ, არამედ მთელ ქვეყანას.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დასახული მიზნების განხორციელებას, არ ჩამორჩნენ ქვეყნის წინსვლას, ყოველდღიურად აიმაღლონ ცოდნა, იკითხონ ბევრი.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- იმეგობრო მათთან, მათ მიმართ დიდი ნდობის ჩამოყალიბება, მოსწავლის სიყვარული ნიშნავს დიდ მონაპოვარს მასწავლებლისთვის.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- პირველ რიგში ქართველი მწერლების თხზულებებს, რომელიც ფართოდ უშლის გზას უკეთესი მომავლის შესაქმნელად, განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძისა და გოდერძი ჩოხელის წიგნებზე გაამახვილონ ყურადღება.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- საკუთარ თავს ვურჩედი, ყოველდღიურად ვცდილობ არ ჩამოვრჩე სიახლის კურსს უფრო მეტი ვაკეთო სასკოლო ცხოვრებაში, რაც წარმატებას მომიტანს, ვიზრუნო თვითთგანვითარებისათვის, ვიყო წარმატებული ლიდერი.