„პედაგოგს ისეთი მიდგომები უნდა ჰქონდეს, რომ დააინტერესოს მოსწავლე“ - ქიმიის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები ტესტის შესახებ საუბრობენ
26-07-2024

26 ივლისი - მასწავლებელთა ბოლო გამოცდა ქიმიაში - რამდენად კმაყოფილები არიან აპლიკანტები ტესტებით? etaloni.ge-სთან გამოსაცდელები დეტალებზე საუბრობენ:

„საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა, პედაგოგობას სამომავლოდ განვიხილავ, თუმცა ახლა ჩემი შესაძლებლობების გასარკვევად გავედი გამოცდაზე. ქიმია ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, უნივერსიტეტშიც ამ მიმართულებით გავაგრძელე სწავლა. ტესტები არც ისე რთული იყო, კონკრეტულად ამ გამოცდისთვის არ მოვმზადებულვარ, ჩემი დაგროვილი ცოდნით ვეცადე დამეწერა. თითქმის ყველაფერს მოიცავდა ტესტები, იყო ორგანული და არაორგანული ქიმიიდანაც საკითხები. ღია კითხვები ცოტა უფრო მერთულა, ტესტები იმდენად არაა, საბოლოდ არც ისე რთული იყო, მომზადებული აპლიკანტები ალბათ კარგად გაართმევდნენ თავს“.

„ორგანული ქიმიიდან იყო საკითხები, ბმებზე, ნაერთებზე... მაინტერესებდა, ამ გამოცდას როგორ გავართმევდი თავს. ძალიან რთულიც არ იყო, მაგრამ არც ძალიან მარტივი. სამწუხაროდ, ბავშვებს ქიმია ერთულებათ, ამიტომ დიდად არ ცდილობენ მის გაგებას. სკოლაში, მეც ეგრე ვიყავი თავიდან, მაგრამ შემდეგ შემიყვარდა და მასწავლებელს მიუძღვის ამაში დიდი წვლილი. მგონია, რომ ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას სხვა სპეციფიკა აქვს. მნიშვნელოვანია, პედაგოგს ისეთი მიდგომები ჰქონდეს, რომ დაააინტერესოს მოსწავლე. მარტო თეორია არაა საკმარისი, პრაქტიკაც მნიშვნელოვანია, უნდა იყოს სკოლებში ლაბორატორიები, რათა ბავშვებმა დაინახონ, რა შედეგი აქვს ამა თუ იმ ცდას. ასე, უფრო საინტერესო იქნება გაკვეთილები“.

„მოქმედი მასწავლებელი არ ვარ, ამ გამოცდაზეც პირველად გავედი. საშუალო სირთულის იყო და იმედია, ჩავაბარებ, შემდეგ კი სკოლაში მუშაობას განვიხილავ. საკითხებს რაც შეეხება, მრავლისმომცველი იყო კითხვები ორგანული და არაორგანული ქიმიიდან. ვფიქრობ, ნორმალურად დავწერე, ახლა სხვა კითხვებს ვერ ვიხსენებ. ყველა აპლიკანტს წარმატებას ვუსურვებ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203