საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ.
ახლახან, სკოლის წარმატებული მოსწავლეები სტეფანწმინდაში, თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებოდნენ, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს და შთაბეჭდილებებითა და ახალი ცდონით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს თრუსოს ხეობის ბანაკს - „ღმერთი სამშობლო ადამიანი“ - სადაც გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეები ირაკლი ბაბუცაშვილი და მარიამ კუჭაშვილი იმყოფებოდნენ - სტუმრობდნენ გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი - იოსებ აფაქიძე.
ბანაკში გიმნაზიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქის პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე და თბილისის მოციქულთასწორთა მეფე მირაინისა და დედოფალ ნანას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ აბესაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის ლოცვა-კურთხევით, ბანაკს ხელმძღვანელობს თრუსოს ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე ფერაძე, რომელმაც სტუმრებს დაათვალიერებინა მონასტრის ინფრასტრუქტურა და გააცნო საზაფხულო ბანაკის ყოველდღიურობა.
სტუმრები შეხვდნენ და ესაუბრნენ ბავშვებს, იტრაპეზეს მათთან ერთად, მოუსმინეს მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.
თრუსოს ხეობის ბანაკმა - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ 15 ივლისიდან 25 ივლისამდე უმასპინძლა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: