„სკოლის წარმატება ნიშნავს აქტიური სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბებას“ - ჟულეტა საგატელიანი, შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
30-07-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლას დირექტორი ჟულეტა საგატელიანი წარმატებით ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება, ამიტომ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და მათ წახალისებაზე აქტიურად ზრუნავს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ჟულეტა საგატელიანი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- აქტიური სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ნუ დაჰპირდები იმას, რასაც ვერ შეასრულებ.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი... 

- აირჩიეთ პროფესია, რომელიც თქვენთვის საინტერესო და სასიამოვნო იქნება.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- წაახალისეთ ის, რათა იწამოს საკუთარი შესაძლებლობების. 

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ალექსანდრ შირვანზადე - „ქაოსი“

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- გამძლეობას პროფესიულ განვითარებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203