ძველი აბაშისა და ონტოფოს საჯარო სკოლების მოსწავლეთა ერთობლივი ვიზიტი ბიბლიოთეკაში და ნაყოფიერი სასწავლო წლის საზეიმო დაგვირგვინება
31-07-2024

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის და აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის ონტოფოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა. მათ შორის დიდი ყურადღება ეთმობოდა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას, რასაც მოწმობს მათი ერთობლივი ვიზიტი ბიბლიოთეკაში. 

აღნიშნული სკოლების მესამე კლასის მოსწავლეები ონტოფოს განახლებულ ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს განახლებული სამკითხველო დარბაზები. ძველი აბაშის სკოლის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია გამართეს და ონტოფოს სკოლის მე-3 კლასელებს გააცნეს ძველი აბაშის ღირშესანიშნავი ადგილები და მიიწვიეს მათ სანახავად.

აღსანიშნავია, რომ ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკას გადასცეს საჩუქრად საბავშო ენციკლოპედია.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ერთად იზეიმეს მესამე კლასის წარმატებით დასრულება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203