მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი მოწოდებულია ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღუზარდოს. იმისთვის რომ მომავალ თაობას კარგი განათლება მისცეს, მოსწავლეთა შინაგან მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს. მოსწავლეთა სიყვარულით გულანთებული აღნიშნავს, რომ პედაგოგისთვის უმნიშვნელოვანესია პატივი სცეს მოსწავლეთა გრძნობებს და თითოეულს ინდივიდუალურად მიუდგეს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
ა) სკოლას უნდა ჰქონდეს კარგი სასკოლო სისტემა;
ბ) უნდა გაიზარდოს ბავშვების შინაგანი მოტივაცია.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- გიყვარდეს სწავლა.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- დააფასეთ დრო, იყავი სრულყოფილი ადამიანები, პატიოსანი მოქალაქეები.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- იყოს პატრიოტი, დააფასოს ის რაც აქვს და იზრუნოს მშობლიური მხარის აღმშენებლობაზე.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- პატივი სცე მის გრძნობებს, უყურებდე მას, როგორც ინდივიდს.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ბიბლია ბავშვებისთვის․
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის წარმატებას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს.