ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტში გაწერილია სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის ფინანსური წახალისება; ცნობილია, რომ ოქროსმედალოსნები 500-ს, ხოლო ვერცხლისმედალოსნები 300 ლარს მიიღებენ. აღნიშნული პროგრამა კი მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეხება.
„პროგრამა ითვალისწინებს საჯარო სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოებას, შესაბამისად, არაუმეტეს 500 და 300 ლარისა“, - ნათქვამია დადგენილებაში.