ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელსეწყობის პროგრამა;
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 22 საბავშვო ბაღი 568 აღსაზრდელით; დასაქმებულია 264 თანამშრომელი, მათ შორის 11 კაცი და 253 ქალი. სამომავლოდ კი იგეგმება, სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
ამასთან პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი აღზრდის წარმატებულ პედაგოგთა შრომის სტიმულირება და წახალისება.